ქ.ფოთი, ჯავახიშვილის ქ#32. გაფორმების ეკონომიკური ზონა, ოთახი #102. +9955 92 5555 33

„გლობალ იუესეი“ ავტომანქანების საბითუმო გაყიდვების სავაჭრო კომპანიაა. ჩვენი კომპანია აწარმოებს ავტომანქანებისა და სატრანსპორტო საშუალებების საბითუმო გაყიდვებს, ისევე როგორც დახმარებას უწევს მომხმარებელს იპოვოს მისთვის სასურველი ავტომანქანა აშშ მსხვილი აუქციონებიდან და სხვა ბაზრებიდან (ინდივიდუალური გამყიდველებისაგან, აშშ ავტოდილერებისაგან). „გლობალ იუესეის“ ამ სფეროში გააჩნია 10 წლიანი გამოცდილება. ჩვენ გაგვაჩნია ყველა საშუალება ვიპოვოთ თქვენი ავტომანქანა აუქციონებზე ან სხვა ბაზრებზე, გავაკონტროლოთ ფინანსები ავტომანქანის ყიდვისას, ზოგიერთ შემთხვევაში ვიყიდოთ აშშ დილერებისაგანაც, დახმარება გაგიწიოთ გამყიდველის პირადობის დადგენაში და ლიცენზიის კანონიერების განსაზღვრაში. თუ სატრანსპორტო საშუალება ნაპოვნი იქნა ჩვენი დახმარებით, მაშინ დაგეხმარებით დანიშნულების ადგილზე მის გამოგზავნაში აშშ-ში ან აშშ-ს ფარგლებს გარეთ. ჩვენი სპეციალისტები მომხმარებლისათვის საინტერესო ავტომანქანას ირჩევენ სხვადასხვა აუქციონებიდან და აქვეყნებენ არჩეული მანქანების განყოფილებაში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენს მიერ არჩეული ავტომანქანა, მაშინ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენი სპეციალისტები ორგანიზებას გაუკეთებენ მანქანის ძებნის საკითხს თქვენს მიერ წარმოდგენილი ნიშან-თვისებების მიხედვით და შემოგთავაზებენ საუკეთესო ვარიანტებს. თუ თქვენ სატრანსპორტო საშუალებას იპოვით აშშ აუქციონებზე, ბაზრებზე, ინდივიდუალური გამყიდველისაგან ან დილერისაგან, ამ შემთხვევაში უნდა გამოგვიგზავნოთ ინფორაცია ავტომანქანისა და გამყიდველის შესახებ, რათა ჩვენ შევძლოთ გამყიდველის პიროვნების დადგენა, კონტროლი გავუწიოთ ფინანსებს ყიდვის პროცესში, შევისწავლოთ საბუთები და განვახორციელოთ გადაზიდვები თქვენს მიერ არჩეული მიმართულებით.

v